მსოფლიოში 100-ზე მეტი ვალუტაა, მათი უმეტესობა კი მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გამოიყენება.

თუმცა არსებობს ვალუტები, რომლებსაც საერთაშორისო ვაჭრობაშიც აქტიურად იყენებენ, ასეთ ვალუტებს შორის ლიდერი ტრადიციულად ამერიკული დოლარია, რომელიც გლობალურად ყველაზე აქტიურად ივაჭრება და მას სარეზერვო ვალუტის სტატუსი აქვს.

მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ამერიკულ დოლარში საშუალოდ 6.6 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები ხორციელდება. მოთხოვნით მეორე ადგილს ევრო იკავებს, მესამე ადგილზე კი იაპონური იენია.

მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ვალუტების რეიტინგს დღიური სავაჭრო ბრუნვის მიხედვით შემდეგია:

  • ამერიკული დოლარი - $6.6 ტრლნ
  • ევრო - $2.3 ტრლნ
  • იაპონური იენი - $1.2 ტრლნ
  • ბრიტანული სტერლინგი - $600 მლრდ
  • ავსტრალიური დოლარი - $500 მლრდ
  • კანადური დოლარი - $400 მლრდ
  • შვეიცარიული ფრანკი - $300 მლრდ
  • ჩინური იუანი - $150 მლრდ
  • ჰონგ-კონგური დოლარი - $100 მლრდ
  • ზელანდიური დოლარი - $80 მლრდ.