Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7850 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო.

დღევანდელი ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 დოლარი - 2.7847 ლარი;
  • 1 ევრო - 3.0295 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829  შეადგინა.