ლარი ერთ დღეში 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან. ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 1.67 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით - 2.37 თეთრით.

დღევანდელი ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 დოლარი - 2.7847 ლარი;
  • 1 ევრო - 3.0295 ლარი.

ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ქვეყნის უმსხვილეს ბანკებში:

„თიბისი ბანკი“:

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,8500 ლარი; გაყიდვა - 2,7200 ლარი;
  • 1 ევროს ყიდვა - 3.1050 ლარი; გაყიდვა - 2,9390 ლარი.

„საქართველოს ბანკი“:

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,8500 ლარი; გაყიდვა - 2,7300 ლარი;
  • 1 ევროს ყიდვა - 3.1060 ლარი; გაყიდვა - 2,9490 ლარი.

ლარი გაუფასურდა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში:

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,7700 ლარიდან 2,8000 ლარამდეა შესაძლებელი; გაყიდვა - 2,7300 ლარიდან - 2,7700 ლარამდე;
  • 1 ევროს ყიდვა - 2.9999 ლარიდან 3.0050 ლარამდეა შესაძლებელი; გაყიდვა - 2.9900 ლარიდან 3.0003 ლარამდე.

ლარის გაუფასურებას წინ უსწრებდა, გუშინ, ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.