წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება.
„ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადსა და 5 თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, რომლებიც დავძლიეთ, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს, „საქართველოს რკინიგზა“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება, ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი. მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა, დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა მარტო „საქართველოს რკინიგზაში“. 1 100 ჭარბი შტატი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სახელმწიფო საწარმოში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. წელიწად-ნახევარი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ არამარტო ზედა ეშელონებში, პრინციპულად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საწარმო გა ვათავისუფლეთ კორუფციისგან. ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.
„ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი“ – ირაკლი კობახიძე რკინიგზაში შუამავალი კომპანიების შესახებ
ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება – ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრიან
თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ირაკლი კობახიძე
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება – ირაკლი კობახიძე
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა