რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, ტურიზმის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი - ინფრასტრუქტურაა. როგორც შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, უცხოელი ტურისტებისთვის ხშირ შემთხვევაში, არა მარტო, გზების მოუწესრიგებლობა, არამედ რეგიონთა შორისი ტრანსპორტით გადაადგილებაც პრობლემატური საკითხია.

მისვე თქმით, ტურისტის სექტორი ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა დახვეწას საჭიროებს.

"ინფრასტრუქტურა გამართული არ არის, აქ მხოლოდ გზები არ იგულისხმება, ტრანსპორტიც პრობლემატურია ხოლმე, ქვეყნის მასშტაბით გამართულად არ ფუნქციონირებს, საგზაო ნიშნების პრობლემაცაა. კერძოდ, საგზაო ნიშნები უნდა მომრავლდეს და ტურისტული სივრცეების პოვნა ვიზიტორისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი გახდეს. ამასთან, ხანდახან საპირფარეშოების პრობლემის წინაშეც ვდგებით. ვფიქრობ, აუცილებელია, ტურისტებისთვის განკუთვნილი სამოქმედო რუკა, რომელიც არ არსებობს.  ვგულისხმობ, პოტენციურმა ვიზიტორებმა ქვეყნის მასშტაბით, თუ რა უნდა ნახონ, როგორ უნდა გადაადგილდნენ და ა.შ. საერთო ჯამში, საქართველოში ტურისტული სექტორი გასულ წლებთან შედარებით, ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა ბევრი სამუშაო გვაქვს", - აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

ცნობისთვის, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აზიელი ტურისტების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული გასტრონომია აზიური, ახალი ბაზრების მოთხოვნას ბოლომდე ვერ მოერგება.