ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "ღვინის სიმპოზიუმს" 250 000 ლარით დაასუბსიდირებს.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 26 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივ დაფინანსება (სუბსიდირების) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით დაევალა.

როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, საუბარია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება.

წყარო: bm.ge