2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროსისტემის გამომუშავებამ 6 626,08 მლნ კვტ/სთ შეადგინა, საიდანაც ჰიდროსადგურების გენერაცია 85%-ია. უფრო კონკრეტულად ჰიდროსადგურებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 5 612,07  მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ჰოდროსადგურების გამომუშავების კუთხით ლიდერი მაინც ივნისის თვეა, ამ პერიოდში ჰესებმა სულ 1 327,53 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლეს.

მარეგულირებელი ჰესების მიერ 6 თვეში გამომუშავებულია 2 164,93 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია, ხოლო სეზონური ჰესების მიერ 3 447,14 მლნ კვტ/სთ. მცირე ჰესების გამომუშავებამ იანვარ-ივნისში 621,75 მლნ კვტ/სთ იყო.

რაც შეეხება თბოსადგურებს, 2025 წლის იანვარ-ივნისში მათ 971,58 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოეს. საანგარიშო პერიოდში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ ჯამში 42,42მლნ კვტ/სთ შეადგინა.

businessinsider.ge