საქართველოში კვერცხის წარმოება 10-წლიან მაქსიმუმზეა, რძის 1.2%-ით შემცირდა, ხოლო ხორცის 2.9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 107.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია.

„ხორცის წარმოებამ 18.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.