ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ცნობილი ხდება, ჩინეთი ვალდებულებას იღებს, რომ 2026, 2027 და 2028 წლებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინოს. ამ შეთანხმებას ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.
ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს მკვეთრად შემცირდა ტარიფების გამო და 65.7 პროცენტით დაეცა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ შეიქმნება ორი ახალი ერთობლივი საბჭო – სავაჭრო და საინვესტიციო – ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.