მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 10-წლიან მინიმუმამდე შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვყნებს.

მისივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.0 პროცენტით შემცირდა და 801.0 ათასი სული შეადგინა. ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 376.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.1 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 152.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 0.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტით შემცირდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.