საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია. საქართველოდან კვიპროსში იმპორტი 2329%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან კვიპროსში 3 827.7 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 157.6 ათასი დოლარის. საქართველოდან კვიპროსში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში კვიპროსში სულ 4 სახეობის პროდუქციის ექსპორტია დაფიქსირებული.
პროდუქტები, რის ექსპორტსაც საქართველო კვიპროსში ახდენს:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3 572.0 ათასი დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 122.7 ათასი დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 122.0 ათასი დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 11.1 ათასი დოლარი.
ექსპორტის პარალელურად მზარდია კვიპროსიდან იმპორტიც. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქმენეთიდან 18 532.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 776.4 ათასი დოლარის. ზრდა 943%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კვიპროსიდან ყიდულობს:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 617.2 ათასი დოლარი
- მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 554.9 ათასი დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 140.0 ათასი დოლარი
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 63.9 ათასი დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 32.0 ათასი დოლარი.