2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა.

საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:

  • კიტრი - 49.9%
  • სარეცხი საპონი - 42.8%
  • ტომატ-პასტა - 27.7%
  • ხახვი - 27.7%
  • სიმინდის ფქვილი - 25.6%
  • ტუალეტის საპონი - 24%
  • საღეჭი რეზინა - 20.1%
  • ღვინო ბოთლებში ჩამოსხმული - 19.7%
  • ძროხის ხორცი - 17.85
  • ხინკალი რესტორანში - 17.6%
  • ნამცხვარი - 16%
  • მდოგვი - 16%
  • კიტრის მწნილი 15%.