საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ „მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში“.
დოკუმენტის თანახმად, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მესამედ გააუმჯობესა. აპრილში ფონდი 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკის 5.3%-იან ზრდას ვარაუდობდა.
IMF-ის პროგნოზით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 2026 წელს 5.4% იქნება, 2027 წელს კი ინფლაცია 3.6%-მდე შემცირდება და მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.