„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას“, - ამის Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში და კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა.