Armenian Airlines-ი ერევანსა და ბათუმს შორის პირდაპირ ფრენებს 11 აგვისტოდან იწყებს. ფრენები კვირაში 2-ჯერ - სამშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ბილეთები ოქტომბრის ბოლომდე იყიდება და ფასები $55-დან იწყება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსული მედია წერს, ამ დამატებითი ფრენების წყალობით რუს ტურისტებს მოსკოვიდან ქართულ კურორტზე მოხვედრის საშუალება, ერევანში ტრანსფერით, შეეძლებათ.
Armenian Airlines-ი თვითმფრინავი ერევნის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 02:00 საათზე აფრინდება და ბათუმში 02:55 საათზე იქნება. საქართველოდან რეისი დილის 03:55 საათზე შესრულდება და ერევანში დილის 05:00 საათზე იქნება. მგზავრობის დრო დაახლოებით ერთი საათია.
