„კანდიდატის სტატუსი ბუნებრივია მოახდენს გავლენას უძრავი ქონების ბაზარზე“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში უძრავი ქონების „გედევანიშვილი და კომპანიას“ დამფუძნებელმა ნინო გედევანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზრდება, რადგან ყველას სურვილია, რომ ინვესტიცია განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, რომელიც შესაძლოა მალე ევროკავშირის ნაწილი გახდეს, რადგან მათ უძრავი ქონება სამომავლოდ ევროკავშირში ექნებათ.
„კანდიდატის სტატუსი ბუნებრივია მოახდენს გავლენას უძრავი ქონების ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას რომ, ქვეყანა გადადის სტაბილურობის ეტაპზე და მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზრდება. ყველას სურვილია, რომ ინვესტიცია განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, რომელიც შესაძლოა მალე ევროკავშირის ნაწილი გახდეს და ამ შემთხვევაში ინვესტორს ქონება ექნება ევროკავშირში. რაც გავლენას იქონიებს ფასზე და საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა სხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან გაიზრდება,“ - აცხადებს ნინო გედევანიშვილი.