14 თებერვლის (ვალენტინობის დღე) მოახლოებასთან ერთად, ქართულ ბაზარზე ყვავილები ძვირდება. ვარდის თაიგულების ფასი 150 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აჭარბებს.
როგორც ყვავილების მაღაზია Lovely Roses -ის ფლორისტმა - მანანა ბულალაურმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მიზეზი გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად შემცირებული მოწოდებაცაა, რადგან 14 თებერვლისთვის, სომხეთიდან ვარდების უფრო დიდი რაოდენობა რუსეთში გადის.
„სომხეთიდან (ერევნის ვარდად წოდებული) სომხური ვარდის ძირითადი, კარგი ხარისხის ყვავილი, გადის რუსეთში. ვალენტინობაზე, ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, უფრო მეტი რაოდენობის ექსპორტი ხდება რუსეთში. დანარჩენი, რაც რჩება, მაგის ფასს ზრდიან, რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, და სწორედ ის მოდის საქართველოში. მაგიტომ არის ვალენტინობაზე აქაც რომ იზრდება ფასი.
ეკვადორი კი არ აძვირებს ვარდს. შეიძლება მაქსიმუმ 20 ცენტით გაძვირდეს, რომელიც შესაძლოა ლარამდე აისახოს, მეტით არა. ჩვენ კი, ამას არ ავსახავთ და ჩვეულებრივ, რა ფასშიც ვყიდდით, იგივე ფასი ნარჩუნდება“.- აცხადებს მანანა ბულალაური,