ვალენტინობა არის სიყვარულის დღესასწაული, ის დღე როდესაც შეყვარებულები საკუთარ ფაქიზ გრძნობებს გამოხატავენ ყურადღებითა და საჩუქრებით.
14 თებერვალი ყველასთვის განსაკუთრებული დღეა თავისი დატვირთვის გამო. იცოდით, რომ სიყვარულის დღე ითვლება ყველაზე პოპულარულ დღედ ნიშნობისთვის? სწორედ ამიტომ, ეკვადორში, კოლუმბიასა და კენიაში 250 მილიონ ჰოლანდიურ ვარდს რგავენ სათბურებში, რადგან ვარდი - ყველაზე მოთხოვნადი ყვავილია ვალენტინობას. Ეს ყვავილი და დღე ყოველთვის წითელ ფერთან ასოცირდება, თუმცა თუ თქვენს რჩეულს უყვარს თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი იასამნისფერი და ა.შ. წითელი ფერის დომინირებამ ამ დღეს არ უნდა შეგაშინოთ, თამამად აჩუქეთ მას საყვარელი ფერის თაიგული.
ეს დღე საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა, დროთა განმავლობაში კი დღესასწაული გაფართოვდა და ბოლო პერიოდში სხვა მნიშვნელობებიც კი შეიძინა - ნათესავების, მეგობრების და საყვარელი ადამიანების გახარება გააერთიანა.
რა ხდება კულისებს უკან ყვავილების მაღაზია Lovely Roses-ში ვალენტინობას?
სიყვარულის დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენც „ლავლი როუზის“ ორივე მაღაზიაში აქტიურად ვიწყებთ მზადებას თქვენი საყვარელი ადამიანების გასახარებლად.
ვალენტინობისთვის მზადება დაახლოებით 2 კვირით ადრე იწყება, უშუალოდ ყვავილები კი ვალენტინობამდე 2-3 დღით ადრე ჩამოდის, რათა შევძლოთ სრულფასოვანი კატალოგის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის.
12-13-14 თებერვალს ჩვენი ფლორისტები ფუსფუსს იწყებენ, ამზადებენ წინასწარ შეკვეთებს, მზა თაიგულებსა და კომპოზიციებს. რაც უფრო ახლოვდება 14 თებერვალი, მით უფრო სწრაფდება სამუშაო ტემპიც, ჩვენი დიდი გუნდი, რომელიც ფლორისტებს, მენეჯერებსა და კურიერებს მოიცავს,მაქსიმალურად ცდილობს დაუვიწყარი დღე შეუქმნას თქვენს ადრესატს და ეს ყველაფერი საუკეთესო ხარისხით გააკეთოს.
თქვენი შეკვეთა, ჩვენს საიტზე განთავსებისა და გადახდის შემდეგ რამდენიმე ეტაპს გადის:
მენეჯერი გადასცემს შეკვეთას ფლორისტს, დამზადების შემდეგ შეკვეთა ისევ მენეჯერის ხელში ბრუნდება, აქ უკეთდება ყვავილების მოვლის წესები და მისალოცი ბარათი, შემდეგ თქვენს შეკვეთას გადავცემთ ჩვენს დატრენინგებულ კურიერებს, კურიერი თაიგულს ადრესატს სახლის კარამდე მიუტანს. რაც უფრო ბედნიერია ადრესატი და თქვენ - მით უფრო ბედნიერები ვართ ჩვენც.
რა ყვავილები ვაჩუქოთ ვალენტინობის დღეს?
მიუხედავად იმისა, რომ ვარდები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყვავილია ვალენტინობის დღეს, ნელ-ნელა დაინერგა სხვა ეგზოტიკური თუ მინდვრის იმპორტული ყვავილების ჩუქების ტრადიცია, ჩვენი ყვავილების მაღაზია კი ერთ-ერთი მოწინავეა ამ მიმართულებით. Მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ დღეებშიც ჩვენს მაღაზიაში ჭარბობს ეგზოტიკური ყვავილები, ვალენტინობისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, ამიტომ ჩვენი ყვავილების არჩევანიც ბევრად მრავალფეროვანია, 14 თებერვალს ჩვენს მაღაზიაში შეხვდებით ისეთ ჰოლანდიურ ყვავილებს, როგორიც არის პიონები, ტიტები, ორქიდეები, ფრეზიები, გიაცინტები და სხვა, რა თქმა უნდა, ვარდების ფართო ასორტიმენტთან ერთად.
Lovely Roses-ში ასევე ნახავთ ჩვენი პროფესიონალი ფლორისტების მიერ დამზადებულ მზა კომპოზიციებს, რომლებიც უნიკალურია და არ მეორდება, შესაბამისად თუ გნებავთ, რომ თქვენს ერთადერთს განსაკუთრებული საჩუქარი აჩუქოთ - ჩვენი ორიგინალური მზა კომპოზიციები თქვენთვის არის!
თაიგულის გარდა რა ვაჩუქო ვალენტინობას?
გარდა თაიგულისა ჩვენი ყვავილების მაღაზია გთავაზობთ დამატებით საჩუქარებს ამ დღესასწაულისთვის. ყვავილებთან ერთად შეგიძლიათ თქვენს რჩეულს აჩუქოთ რბილი ხელნაკეთი სათამაშო დათუნიები და ბაჭიები ან ჩვენი რამდენიმე სახეობის შოკოლადიდან ერთ-ერთი.
ხშირად დასმული კითხვები ვალენტინობაზე:
როგორ უნდა შეუკვეთო ყვავილები ვალენტინობისთვის?
ვალენტინობას, შეკვეთების დიდი რაოდენობის გამო, შეკვეთა უნდა გააფორმოთ მინიმუმ 1 დღით ადრე, ჩვენს ვებ-გვერდზე LovelyRoses.ge - ეს არის ყველაზე სწრაფი და სანდო მეთოდი, რათა თქვენ მიერ მითითებული ყველა დეტალი გავითვალისწინოთ;
გაქვთ მიტანის სერვისი 14 თებერვალს?
დიახ, ჩვენი მიტანის სერვისი მოქმედებს 09:00-00:00 პერიოდში, ჩვენი კურიერები მანქანით, უსაფრთხოდ მიიტანენ თქვენს ყვავილებს ადრესატამდე და პირადად გადასცემენ მათ.
🏘️🚶🏼♂️Vake - Z. Paliashvili 38, 09:00-22:00
🏠🚶🏼♂️Vera - Sh. Ghambashidze 10, 09:00-00:00
📞+ (995) 598 33 86 99 (calls/whatsapp/viber)