ამერიკული ავტომწარმოებელი Ford საწვავის ავზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეერთებულ შტატებში დაახლოებით 223 500 ავტომობილს უკან იწვევს.

აშშ-ის ნაციონალური საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, არსებობს საწვავის გაჟონვის და საწვავის ავზის შესაკრავების მოშვების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავზის მოშვება მართვის დროს, ძრავის გათიშვა ან ხანძარი.

გაწვევას ექვემდებარება 2023-2027 წლების F-150 პიკაპის ზოგიერთი მოდელი. ავტორიზებული სადილერო ცენტრები უფასოდ შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში და შეცვლიან საწვავის ავზის დამჭერ თასმებს.

წყარო: https://fineko.az/ru