თანამედროვე ლოგისტიკასა და სასაწყობე მეურნეობაში ეფექტურობა სწორად შერჩეულ ტექნიკას უკავშირდება. საწყობისთვის აღჭურვილობის არჩევისას ყურადღება ხშირად მხოლოდ ტვირთამწეობაზე მახვილდება. გავრცელებული შეხედულებით, თუ ურიკას 2 ტონის მოცულობის ტვირთის გადაზიდვა შეუძლია, სხვა დეტალები მეორეხარისხოვანია. თუმცა, რეალურად, პალეტის აწევა სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილია. გაცილებით დიდ როლს თამაშობს ის, თუ რამდენ მეტრს გაივლის დატვირთული ურიკა დღის განმავლობაში, რა სიხშირით მეორდება მარშრუტები და რამდენად დაცულია ოპერატორის ერგონომია.
Toyota-ის ექსპერტები გვიზიარებენ დეტალურ სახელმძღვანელოს, თუ როგორ ავარჩიოთ ხელის ურიკა და ელექტრო ურიკა ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ხელის ჰიდრავლიკური ურიკა (ხალხში ცნობილი, როგორც „როხლი“) ნებისმიერი საწყობის კლასიკური და შეუცვლელი ასისტენტია. მისი კონსტრუქცია ორი ძირითადი კვანძისგან შედგება: ჰიდრავლიკური ტუმბო და ჩანგლის ჩარჩო.
მთავარი უპირატესობები:
● ნულოვანი საექსპლუატაციო ხარჯი: მას არ სჭირდება დამტენი, ბატარეის მოვლა ან ცალკე გამოყოფილი დასამუხტი სივრცე.
● მუდმივი მზადყოფნა: სასაწყობე ურიკა ყოველთვის მზადაა სამუშაოდ, ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების გარეშე.
● მობილურობა: ვიწრო გასასვლელებსა და შეზღუდულ სივრცეში მისი მანევრირება მარტივია.
ტვირთამწეობით ეს მოდელები 750-დან 3000 კილოგრამამდე მერყეობს, ჩანგლების ასაწევი სიმაღლე კი სტანდარტულ 200 მმ-ს შეადგენს, რაც იდეალურია პალეტის იატაკიდან ასაწევად. თუ თქვენი ტვირთბრუნვა მცირეა და პალეტები მოკლე მანძილზე (20 მეტრამდე) გადაადგილება, Toyota-ს BT Lifter სერიის გამძლე ხელის ურიკები ყველაზე ეკონომიური და საიმედო ინვესტიციაა.
როდესაც სამუშაო მასშტაბები იზრდება, ხელის ურიკა პროცესის შემაფერხებელი ხდება. ელექტრო პალეტის ურიკა ასრულებს იმავე ამოცანას, ოღონდ ოპერატორის ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, რაც საგრძნობლად ზრდის ლოგისტიკურ ტემპს. ტვირთამწეობა 1300-დან 2500 კგ-მდე მერყეობს, ხოლო სამუშაო სიჩქარე 5.5-დან 12.5 კმ/სთ-მდე აღწევს.
თანამედროვე ლითიუმ-იონის ბატარეები მოკლე შესვენებების დროსაც სწრაფად ივსება, არ მოითხოვს ცალკე დასამუხტ ოთახს და ენერგოეფექტურობას 30%-ით ზრდის. გარდა ამისა, Toyota-ს ელექტრო მოდელები აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით: PIN-კოდით ავტორიზაცია, სიჩქარის ავტომატური შეზღუდვა მოსახვევებში და ოპერატორის პოზიციის ამომცნობი სენსორები.
სწორი მოდელის შესარჩევად საჭიროა რეალურ სამუშაო გარემოზე დაკვირვება:
● მანძილი – 20 მეტრამდე რეისზე ხელის ურიკა საკმარისია. ასეულ მეტრზე კი ელექტროტექნიკა დროსა და ოპერატორის რესურსს დაგიზოგავთ.
● ინტენსივობა – დღეში 5 პალეტის გადასაადგილებლად მექანიკური მოდელი იდეალურია, ხოლო 24/7 რეჟიმში უწყვეტი ნაკადისთვის ელექტრო ამძრავი შეუცვლელია.
● დაღლილობის ფაქტორი – როდესაც ცვლის ბოლო საათებში იმავე მარშრუტის გავლას მეტი დრო სჭირდება, ეს დაღლილობის ნიშანია. ელექტრო ურიკა ინარჩუნებს სტაბილურ პროდუქტიულობას მთელი დღის განმავლობაში.
● სპეციფიკური გარემო – კვებისა და ფარმაცევტულ სექტორში გამოიყენება უჟანგავი ფოლადისა თუ გალვანიზებული მოდელები. მაკრატლისებრი მექანიზმის მქონე ურიკები კი ტვირთს 800 მმ-მდე წევს და სამუშაო მაგიდის ფუნქციას ასრულებს.
ხელის ურიკა და ელექტრო ურიკა ერთმანეთს კი არ ცვლის, არამედ ეფექტურად ავსებს. მსხვილი კომპანიების დიდი ნაწილი ორივეს კომბინაციას იყენებს: ელექტრომოდელებს – ძირითად ნაკადზე, ხოლო მექანიკურს – დამხმარე და ლოკალურ უბნებზე.
თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი საწყობის ეფექტურობა, შეარჩიოთ მაღალი ხარისხის დამტვირთველი, სტაკერი, რიჩ დამტვირთველი თუ სასაწყობე ურიკები ოფიციალური გარანტიითა და ტექნიკური მომსახურებით ეწვიეთ Toyota Material Handling Georgia-ს. მათი გამოცდილი გუნდი თქვენს ბიზნესზე მორგებული ოპტიმალური ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების შერჩევაში დაგეხმარებათ.