სიმინდის ფქვილი ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც წინა თვეში მნიშვნელოვნად გაძვირდა, მასზე ფასი 35.4%-ით გაიზარდა. პროდუქტი რამდენიმე თვეა ძვირდება. მარტის მონაცემებით გაძვირების მაჩვენებელი 68% იყო, თებერვალში 79.6, იანვარში კი 83%.
აღსანიშნავია, რომ სიმინდის ფქვილის გაძვირების პარალელურად მისი იმპორტი საგრძნობლად შემცირდა. 2023 წელს საქართველოში მხოლოდ 5.2 ათასი აშშ დოლარის 2.3 ტონა პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 52.2 ათასი აშშ დოლარის 259.9 ტონა შეადგინა.
საქართველოსთვის სიმინდის ფქვილის ძირითადი მომწოდებლები თურქეთი, რუსეთი და იტალია არიან.