„თბილისი ენერჯის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის მასშტაბით, შემოწმდა 252 558 აბონენტი, საიდანაც გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13 553 აბონენტს.

უბნების მიხედვით გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო:

ჩუღურეთ - ნაძალადევში - 2902 შემთხვევა,

სამგორი - ვარკეთილში - 2520,

გლდანი - სანზონაში - 1940,

ისანი - ვაზისუბანში - 1701,

მთაწმინდა - კრწანისში - 1411,

საბურთალო ნუცუბიძეზე - 1190,

დიდუბე - დიღომში - 1030,

ვაკე - წყნეთში - 859 შემთხვევა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.