დღეს ყველაზე კარგი პირობები მზის სადგურებს აქვს, ქვეყანას კი ყველაზე მეტად ჰესები და ქარის სადგურები სჭირდება – ამის შესახებ ნათქვამია Galt&Taggart–ის ანგარიშში „ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?“

„ჩვენი შეფასებით, მიმდინარე CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების 12.5%, ხოლო მოდინებაზე ჰესის კი 8.5%.

ამასთან, მზის სადგურის CfD მთელი წელი მოქმედებს, ქარის სადგურის 9 თვე, ხოლო მოდინებაზე ჰესის 8 თვე. სისტემის საჭიროება თითქმის საპირისპიროა: ზამთრის დეფიციტს წყალსაცავიანი ჰესები და ქარის სადგურები ამცირებენ, მზის სადგურები კი ენერგიას ძირითადად მაშინ გამოიმუშავებს, როცა სისტემაში ისედაც სიჭარბეა. 2026 წელს ზაფხულში ენერგიის სიჭარბე პირველად გახდა შესამჩნევი, ზამთარში კი მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იმპორტითა და თბოსადგურებით დაიფარა“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.