საქართველოს ბაზრებში ხახვზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა და კილოგრამის ფასი 5-7 ლარს შეადგენს. აპრილის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა  მარტში ხახვის ფასი გასული  წლის პერიოდთან  შედაებით 110,7% - ით არის გაზრდილი. მონაცმების მიხედვით ხახვის მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია.

საქართველომ 2023 წლის  პირველ  კვარტალში 2,7 მილიონი  დოლარის 7220 ტონა  ხახვი შემოიტანა, გასული  წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 7744 ტონა იყო,  თუმცა მისი ფასი 2,4 მილიონ დოლარს  შეადგენდა რაც იმაზე მიუთიტებს, რომ იმპორტი მკვეთრად არის  შემცირებული.

2023 წლის მარტში საქართველოში  347.9 ათასი აშშ დოლარის 919.7 ტონა ხახვი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 1.03 მლნ აშშ დოლარის 3 379 ტონა. რაც  იმას ნინნავსმ რომ მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა.ხახვის საიმპორტო ფასმა 2023 წლის მარტში 3.2 დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი, 2.6 დოლარი.