გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორისთემატური კონფერენცია გამართა და სექტორის ახალისაინვესტიციო კვლევა წარადგინა. კვლევაში  გაანალიზებულია როგორც ტურიზმის მიმდინარემდგომარეობა, ასევე სექტორის ზრდის პერსპექტივები დაარსებული გამოწვევები.

კონფერენციაში სექტორის ძირითადი მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში განსაკუთრებულიყურადღება დაეთმო:

ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკას დასასტუმრო ინდუსტრიის მაჩვენებლებს;

საქართველოსა და შესადარ ქვეყნებში არსებულიტენდენციების ანალიზს;

ახალი მზარდი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინეთისა დაინდოეთის, ტურისტული ქცევის და პრეფერენციებისშეფასებას;

სასტუმრო ოთახების დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით სექტორის საჭიროებებს.

როგორც კვლევა აჩვენებს, ქართულ ტურიზმის სექტორს ამეტაპზე აზიურ ახალ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება არაქვს. არ არსებობს საკმარისი ცოდნა ამ ბაზრებიდანჩამოსული ტურისტების ინტერესების, ხარჯვისსტრუქტურისა და სერვისებზე მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, გალტ & თაგარტმა პირველად წარადგინა ამბაზრების ტურისტული პროფილები, ხარჯვითი ქცევისთავისებურებები და ბიზნესებისთვის შესაბამისისტრატეგიული რეკომენდაციები.

ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, სადაცკერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმისგანვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამისსაფუძველზე ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებებისმიღებაში მხარდაჭერა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ტურიზმის კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურება - გვჯერა, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანიაროგორც ანალიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერისთვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფთ ახალიბაზრების ქცევის ანალიზს და იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოში მათთან ადაპტირებულ ტურისტულპროდუქტებს შეუძლია შექმნას”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგიკუპრაშვილმა.

კვლევისა და გალტ & თაგარტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge