Brent-ისა და WTI-ის ნავთობის ფასები, რომლებიც ორშაბათს 7%-ზე მეტით გაიზარდა აშშ-ს მიერ ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადის დაწესების შემდეგ, დღეს კვლავ 100 დოლარს ჩამოსცდა, იტყობინება Reuters.
როგორც გამოცემა წერს, ორშაბათს ფასების ზრდის შემდეგ, აშშ-ირანის მოლაპარაკებების იმედმა ბაზარი დაამშვიდა.
შაბათ-კვირას მოლაპარაკებების ჩაშლის მიუხედავად, აშშ-სა და პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ორ მხარეს შორის კონტაქტები მიმდინარეობდა და შეთანხმებისკენ პროგრესი გაგრძელდა.