რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუკი სომხეთი დატოვებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, სომხეთს გაზი, - რომელსაც თითქმის მთლიანად რუსეთიდან იღებს, - გაუძვირდება.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგორესურსების „საიმედო მიმწოდებელია“, განსაკუთრებით პარტნიორებისთვის.
თუმცა, მისი თქმითვე, ერევნისთვის გაზის მოქმედი, „შეღავათიანი“ ფასი შესაძლოა საბაზრო ფასს გაუთანაბრდეს, - ანუ გაძვირდეს, - თუკი სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას გადაწყვეტს.
იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრებისათვის „ასეთი [პრივილეგირებული] რეჟიმი შეუძლებელია“ და „ჩვენმა მეგობრებმა ერევანში ეს ძალიან კარგად იციან“.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge