ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთ რუსული პასპორტის მიღება 2028 წლის 1 აგვისტომდე შეეძლებათ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება 17 ივლისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა და მუდმივად ცხოვრობენ ამ ტერიტორიებზე, აქვთ უფლება საკუთარ საცხოვრებელ ადგილას მიმართონ რუსეთის პასპორტის მისაღებად, ასევე შესაცვლელად.
შეგახსენებთ, 17 მაისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსული პასპორტების მიღება გაუმარტივა.