- სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ყოველწლიური, რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, AD Black Sea -ს მხარდამჭერია. ფესტივალი ტრადიციისამებრ იმართება ბათუმში, 14-16 სექტემბერს. AD Black Sea თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს, შთამბეჭდავ გამოსვლებს, დიდ იდეებს, ლეგენდარულ სახელებს, ინტერაქციულ სესიებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და სხვა აქტივობებს.
სელფის დანიშნულებაა, მისცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. ხსენებული ფესტივალის მხარდაჭერაც სწორედ სელფის მიზანს ეხმიანება - გაუმარტივოს მომხმარებელს წვდომა სხვადასხვა სახის ინოვაციასა თუ ტექნოლოგიურ მიღწევაზე, რაც, მათ შორის, მოიცავს დარგის სიახლეების გაცნობას საკუთარი პროფესიული თუ პერსონალური მიზნებისთვის.
Ad Black Sea-ს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს და სადღეისოდ რეგიონში ყველაზე დიდი მოლოდინის შემქმნელი ფესტივალია, რომელიც 1000-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს. სრული პროგრამა განთავსებულია: https://adblacksea.com/attend/agenda