2024 წლის სექტემბერში, მაღალი ბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. ინფორმაციას TBC capital-ი ტურიზმის მიმოხილვაში აქვეყნებს.

თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5,043,663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. რაც შეეხება ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი აღდგენა აჩვენეს, და მათმა მაჩვენებლები 152%-სა და 136%-ს მიაღწია შესაბამისად.