საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში,
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე კერძო სექტორთან ერთად
სპეციალური სტენდით წარდგა. WTM London 2024-ის გამოფენაში 21 ქართული
ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენის შესახებ საუბრობს
ტურისტული კომპანია კავკასუს თრეველის წარმოდგენელი მაია კიკნაძე.


„ბრიტანული ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია, დიდი ხანია
ვმუშაობთ ამ ბაზარზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოსთვის.
წლების განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა საუბარი, რომ
აუცილებელია პირდაპირი ავია რეისები, დიდი ხანი ვოცნებობდით ქართველი
ტუროპერატორები ამ ამბავზე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვექნება ფრენა
როგორც “British airways”-ით, ასევე “EasyJet”-ით, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა
ტურისტული სეგმენტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა მაია კიკნაძემ.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება
აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული
კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40
ათასია.