„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს სექტორის ანალიზი გენდერულ ჭრილში მოიცავს წარმოების პროცესის ორ ძირითად ფაქტორს: შრომას (დაქირავებით დასაქმებულები) და კაპიტალს (მეწარმეები/ბიზნესის მფლობელები).
როგორც შრომის ბაზრის განხილვისას იყო წარმოდგენილი, ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში.
კერძოდ, ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა და კაცთა რიცხვი, შესაბამისად, 357 ათასი და 467 ათასი იყო, ხოლო ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 68 პროცენტს შეადგენდა.
უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რიცხოვნობა თითქმის ორჯერ აღემატება ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას. თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში. მეორე მხრივ, მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები.