გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირება გენერალურმა პროკურორმა სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა.
სამივე პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით
ელენე ხოშტარიას ასევე ედავებიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).
ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს - გენერალური პროკურორი
საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძე
"18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ანექსიის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“ - ოთხი დასავლური სახელმწიფო მოსკოვს აფრთხილებს
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – საელჩო