ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გვირაბი ქალაქის ცენტრში განთავსდება და ის თეირანის მეტროს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს, რაც სამედიცინო დაწესებულებამდე პირდაპირ მიწისქვეშა წვდომას უზრუნველყოფს.