ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა.

როგორც რუსულ მედიას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა, 5 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა „ბრიქსში“ პარტნიორად ჩართვისთვის.