საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევისიდეისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

„საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ გარდაქმნისგზაზე.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირისსტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგანსავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულებისგაძლიერებას ისახავს  მიზნად; დაგეგმილია  ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთადშემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ,“- განაცხადა პრემიერმა.