32 ადამიანის გარდაცვალებისთვის ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ციხეში ჯდომა - და ახალი სამსახური ტურიზმის ინდუსტრიაში. „კოსტა კონკორდიას“ ყოფილი კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო, რომელსაც გემის ჩამოვარდნის შემდეგ მეტსახელად „კაპიტანი მშიშარა“ შეარქვეს, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და უკვე ახალ ცხოვრებას იწყებს.

2012 წელს, იტალიის სანაპიროსთან, საკრუიზო გემი „კოსტა კონკორდია“ კლდეს შეეჯახა. გემი ნაწილობრივ ჩაიძირა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია გემის კაპიტანმა, ფრანჩესკო სკეტინომ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გემი მიატოვა და ევაკუაციისთვის დაბრუნებაზე უარი თქვა. შემდგომში მრავალმა მედიასაშუალებამ მას „კაპიტანი მშიშარა“ უწოდა.

სასამართლო პროცესის შემდეგ, სკეტინოს 16 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ავარიის პროვოცირების, 32 ადამიანის გარდაცვალებისა და მგზავრების პრობლემების შექმნის ბრალდებებში.

თუმცა, ცხრა წელზე ოდნავ მეტი ხნით ციხეში გატარების შემდეგ, ის რამდენიმე დღის წინ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ის სასჯელის დარჩენილ ნაწილს სოციალური მომსახურების ზედამხედველობის ქვეშ მოიხდის.

მის გათავისუფლებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ. რამდენიმე ყოფილმა მგზავრმა, ასევე დაღუპულთა ზოგიერთმა ნათესავმა, მათ შორის დამხრჩვალი მუსიკოსის, ჯუზეპე ჯიროლამოს მამამ, გაუგებრობა გამოთქვეს და ვადაზე ადრე გათავისუფლებას უსამართლო უწოდეს.

იტალიური მედიის ცნობით, სკეტინო ამჟამად კვლავ მშობლიურ ქალაქ მეტა დი სორენტოში ცხოვრობს. იქ, როგორც ამბობენ, მან უკვე იშოვა ახალი სამსახური ტურიზმის სფეროში.

ვრცლად ru.euronews.com – ზე