გამოცდილმა ტრეიდერმა და ცნობილმა ჩარტისტმა პიტერ ბრანდტმა ბიტკოინის ოპტიმისტური პერსპექტივის შესახებ თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს გადააჭარბა, პიტერ ბრანდტმა თქვა, რომ ახალი წლისთვის ბიტკოინის ღირებულება 125 000 დოლარი იქნება.

ცნობისთვის, ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა. კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ბიტკოინმა 80 000 დოლარის ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კვირაში 15,97%-ით მოიმატა.

ბიტკოინის ფასმა მატება დაიწყო 5 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. იმ დროს ბიტკოინის ფასი 68 ათასი დოლარი იყო.