მე ვთვლი, რომ საქართველოს ბიზნეს სფეროს, გამოუყენებელი, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბიზნესს არ სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, უბრალოდ ხელის შეშლა არ უნდა მოხდეს.
"საქართველოში 2017 წლიდან ვიმყოფები და მუდმივად ვაკვირდები არჩევნებს და რაღაც საგანგებო სიტუაციებს, რაც ბიზნესს კარგ პრეფერენციებს არ აძლევს. ბიზნეს სურს სიმშვიდე, სიწყნარე და თამაშის ზუსტად გაწერილი წესები. მე აქ, ბოლო 7 წლის განმავლობაში უამრავი არჩევნები მინახავს, რომელსაც ბიზნესში სტაბილური სიტუაცია არ მოაქვს. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დალაგდება, დამშვიდდება და ბიზნესს საშუალება მიეცემა დამოუკიდებლად გაშალოს საქართველოს ბიზნესპოტენციალი. ბიზნესს არ სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, უბრალოდ ხელის შეშლა არ უნდა მოხდეს. ბიზნესი თვითონ იპოვის გადაწყვეტის გზებს და გახსნის საქართველოს პოტენციალს.
ტურისტული, საკვები პროდუქტების, სასარგებლო წიაღისეულისა და ლოგისტიკური ცენტრების ბიზნესები - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელიც გახსნილი და ათვისებული არ არის. ალბათ, 10-15% არის მხოლოდ ათვისებული და განვითარების პოტენციალი ძალიან მძლავრია", - აცხადებს მიხაილ სოცკი.
შეგახსენებთ, 2019 წლის სექტემბრიდან "საქნახშირის" მფლობელი კომპანია "სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანია", რომელიც საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგია. ის "ჯორჯიან მანგანეზისა" და "საქნახშირის" მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობს.