აეროპორტების გაერთიანება საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
გაერთიანების ინფორმაციით, 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - "British Airways“.
31 მარტიდან ასევე ბრიტანული დაბალბიუჯეტური „EasyJet“ სამი მიმართულებით შეასრულებს ფრენებს. კერძოდ, ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით.
12 აპრილიდან იფრენს ფრანგული „Transavia France“ პარიზი-თბილისის მიმართულებით და ასევე, 12 აპრილიდან „lufthansa Group“-ის წარმომადგენელი შვეიცარიული „Edelweiss“ ციურიხი-თბილისის მიმართულებით.