საუდის არაბეთი პარკ-ქალაქ ქიდიაში 376 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე გასართობ ცენტრ აშენებს.
პარკში გამორჩეული ადგილი უჭირავს Six Flags-ს, რომელშიც მსოფლიოში “ამერიკული გორაკების” უმაღლესი და უსწრაფესი ატრაქციონი მოეწყობა. თემატურ პარკში ჯამში 28 ატრაქციონი განთავსდება. Six Flags-ის მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. Six Flags-ის გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ამჟამად მსოფლიოში “ამერიკული გორაკების” ყველაზე სწრაფი ატრაქციონი Ferrari World Abu Dhabi-ია, რომელზეც ვაგონები 240 კმ/სთ-მდე სიჩქარეს აღწევს.
“Falcon's Flight,” სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრი, ხოლო პიკური სიმაღლე 195 მეტრი იქნება. მასზე მოძრავი ვაგონების მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს მიაღწევს, რომლებიც 158 მეტრ სიმაღლიდან დაეშვებიან.
Falcon's Flight-ზე ერთდროულად თოთხმეტი ადამიანი შეძლებს განთავსებას. ყველა ვაგონი მოხრილი საქარე მინით იქნება აღჭურვილი.
2027 წელს პარკ-ქალაქ ქიდიაში უნიკალური სარბოლო ტრასაც უნდა აშენდეს, რომელმაც “ფორმულა 1-ის” გრან-პრის უნდა უმასპინძლოს.
წყარო: The Sun