ბუნებრივია, დიდი ქვეყნები უფრო დიდ ტყის მასივებს ფლობენ, ვიდრე შედარებით პატარა ქვეყნები.

ტყის რესურსები ქვეყანას ძალიან დიდ დივიდენდებს აძლევს. ჟანგბადის გარდა, ბიომრავალფეროვნება მოსახლეობას მინერალებით, ხის მასალით, საკვებით და სხვადასხვა სახის ცხოველებით თუ ფრინველებით ამდიდრებს.

როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ რუსეთი ლიდერობს - ის მსოფლიოს ტყეების მეხუთედზე მეტს ფლობს.

საერთო სურათის მიხედვით, მსოფლიოს ტყეების ნახევარზე მეტი (54 %) მხოლოდ ხუთ ქვეყანაშია – რუსეთის ფედერაციაში (20.1%), ბრაზილიაში (12.2%), კანადაში (8.6%), ამერიკის შეერთებულ შტატებში (7.6%) და ჩინეთში (5.4%).

როგორ არის გადანაწილებული ტყის პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნებზე - რეიტინგი გამოიყურება ასე:

  • რუსეთი: 20.1%
  • ბრაზილია: 12.3%
  • კანადა: 8.6%
  • აშშ: 7.7%
  • ჩინეთი: 5.5%
  • ავსტრალია: 3.3%
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 3.1%
  • ინდონეზია: 2.3%
  • ინდოეთი: 1.8%
  • პერუ: 1.8%
  • ანგოლა: 1.6%
  • მექსიკა: 1.6%
  • კოლუმბია: 1.5%
  • ბოლივია: 1.3%
  • ვენესუელა, ტანზანია და ზამბია: 1.1%

მსოფლიო ტყის მასივის 1%-ზე ნაკლებს ფლობენ - მოზამბიკი (0.9%) პაპუა-ახალი გვინეა (0.9%) და არგენტინა (0.7%).

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთშია.

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტყის ფონდის ფართობი 3069.1 ათასი ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 44%-ს შეადგენს. ამავე მონაცემების თანახმად, 423.3 ათასი ჰექტარი, ანუ, ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშია, ხოლო მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 284.3 ათასი ჰექტრით.

სტატისტიკის თანახმად, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი შეადგენს 149.6 ჰექტარს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტყის ფონდი ჯამურად 574 ჰექტარს, ხოლო ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი - 1 922 ჰექტარს.

წყარო: visualcapitalist.com   bpn.ge