აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი ოქტომბრის ბოლოს, სამხრეთ კორეაში, ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება. მისი თქმით, ორი ქვეყანა ტარიფების მუქარისა და ექსპორტის კონტროლის შემდეგ დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.
ლიდერების შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს სამხრეთ კორეაში დაგეგმილი, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სამიტზე შედგება.
100%-იანი ტარიფის დაწესება აუცილებელი არ არის. ურთიერთობა, გასულ კვირას გაკეთებული განცხადების მიუხედავად, კარგია. კომუნიკაციის ხაზები ხელახლა გაიხსნა, ამიტომ ვნახოთ, სად წავა ეს... პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები 1 ნოემბრამდე არ ამოქმედდება. ის კორეაში პარტიის თავმჯდომარე სი ძინპინს შეხვდება. მე მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება," - განაცხადა ბესენტმა.
ამასთან, ბესენტის თქმით, ამ კვირაში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, აშშ-ჩინეთის შტაბ-ბინების დონეზე შეხვედრები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა გასულ კვირას, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა, რაზეც ტრამპმა საპასუხოდ, ტარიფების სამ რიცხვამდე გაზრდა დააანონსა.