კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია და ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე, ამაზე შეფასების გაკეთება რთულია.
„არც ვიცი ამას რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე. თქვენ ხედავთ, როგორი კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია, როგორ ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება. ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორიც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს