UFC-ში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკაში არასდროს წავა. ამავე პოსტში ის ასაჯაროებს საინვესტიციო გეგმებს, რომლის განხორციოელებსაცა სამშობლოში აპირებს. მისი განცხადებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში სურს MMA-ს დარბაზების გაკეთება და, როგორც სპორტსმენი ამბობს, ის სწორედ ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში.

მისივე თქმით, სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე უკვე დაუკავშირდა, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა და სწორედ მინისტრის ინიციატივით შედგა შეხვედრა თბილისი მერთან კახა კალაძესთან. 

მერაბ დვალიშვილმა კალაძეს საქართველოში MMA-ს განვითარებაზე საკუთარი გეგმები გააცნო და ასევე, ისაუბრეს UFC-ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც.

"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.

არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი MMA-ს დარბაზები სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა MMA-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში MMA-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი MMA მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.

მე მოვინახულე რამდენიმე არსებული MMA-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე MMA-ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი MMA-ს განვითარების გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC-ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც",- დაწერა მერაბ დვალიშვილმა.