მადრიდის ,,რეალისა’’ და ,,მანჩესტერ იუნაიტედის’’ ყოფილ ფეხბურთელს მრავალფეროვანი საინვესტიციო პორტფელი აქვს. მოდის ბრენდებიდან და სუნამოებიდან დაწყებული, საფეხბურთო კლუბ Inter Miami CF-მდე დამთავრებული. დევიდ ბეკჰემის ქონება დაახლოებით 450 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

14 იანვარს ყოფილი სპორტსმენი სტუმრად Today Show-ში იმყოფებოდა, სადაც თავის ბრენდზე IM8-ზე ისაუბრა. 2024 წელს ბეკჰემი ჰონგ კონგში დაფუძნებულ Prenetics-ში სტრატეგიული ინვესტორი გახდა. მათ ერთად ახალი დიეტური დანამატი IM8 გამოუშვეს.

აღნიშნული ბრენდი არის პირველი ახალი პროდუქტით, რითაც ბეკჰემი ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა. დანამატების შეძენა უკვე შესაძლებელია კომპანიის ვებსაიტზე და მისი ფასი 79 დოლარიდან იწყება. იდეა ასეთია: თქვენ აღარ გჭირდებათ სხვადასხვა დანამატების თაიგულის ყიდვა - იყიდეთ ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც  92 ინგრედიენტს შეიცავს და ის ყველაფერს ჩაანაცვლებს.

2023 წელს დიეტური დანამატების გლობალური ბაზარი 152 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 

ბეკჰემმა პროფესიონალური ფეხბურთი 2013 წელს მიატოვა. მანამდე, მან თავისი საინვესტიციო ბაზის შექმნა დიდი ხნით ადრე დაიწყო. 2014 წელს მან იყიდა მაიამის კლუბი ინვესტორების ჯგუფთან ერთად. გასულ წელს, ამერიკულმა Forbes-მა კლუბის ღირებულება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა.