საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, სხვა მსხვილ საწარმოებთან ერთად ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საკონდიტრო საწარმოებში ქუთაისში მდებარე კაფე „თუ ლე ჟუ“ შედის.

რაში მდგომარეობს ბიზნესის წარმატება და გარდა ფრანგული სახელისა Tous les jours, კიდევ რა აკავშირებს საწარმოს საფრანგეთთან და მოგზაურობასთან. ამ კითხვებით „კომერსანტმა“ კომპანია „თუ ლე ჟუს“ მიმართა.

„თუ ლე ჟუს“ ადმინისტრატორის ნათია ჩხიკვაძის თქმით საკონდიტროს პროდუქცია ნატურალური პროდუქტებით და განსხვავებული  რეცეპტით მზადდება, გარდა ამისა მათი დესერტი გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით და გემოვნური თვისებებით.

„თუ ლე ჟუ“ სწრაფი კვების ობიექტია, სადაც ჩვენ მომხმარებელს ნატურალურ პროდუქტებითა და განსხვავებული რეცეპტით დამზადებულ დესერტს ვთავაზობთ, ნამცხვრების ფრანგული ხაზი გვაქვს და ჩვენი ნამცხვრები და ტორტები განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გარდა განსაკუთრებული ვიზუალითაც გამოირჩევა. გარდა „თუ ლე ჟუ“ საკონდიტროსი, ჩვენ პროდუქციას შეხვდებით ქუთაისის აეროპორტში მდებარე „კოფისტაში“ და ასევე  აღებული გვაქვს  wizz air-ის კვების ხაზი“ - განაცხადა ქეთი ჩხიკვაძემ.

შპს „თუ ლე ჟუ“-ს 50%-ს  დავით კუხალაშვილი, 50%-ს კი  ზურაბ ზაქარიაძე ფლობს, დირექტორი - ნინო სიმონიშვილია. კომპანია ქუთაისში ბუხაიძის  ქუჩაზე მდებარეობს და დღეის მდგომარეობით ცხრა ადამიანს ასაქმებს.