რომელია საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საკონდიტრო საწარმო. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის წლიური ბრუნვის თანახმად, ტოპ 10 საკონდიტრო საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს ჯორჯიან ბეიქერს

წილის 70%-ის მფლობელია დიმიტრი ჯალაღონია, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.  30% - მიხეილ ფარულავა. კომპანიის დირექტორი - მიხეილი ფარულავაა.

შპს თუ ლე ჟუ

50%-ს  დავით კუხალაშვილი, 50%-ს კი  ზურაბ ზაქარიაძე ფლობს, დირექტორი - ნინო სიმონიშვილია.

შპს გურმე

კომპანიის 66.7% ნინო მამულაშვილს ეკუთვნის , 33.3% ლიანა ჭელიძეს, დირექტორი - ნინო მამულაშვილი

შპს სვიიტსტარი

40%-ის მფლობელია თინათინ კირვალიძე, 50% ანზორ სულიაური, 10% თეიმურაზ კურცხალია,. დირექტორი ანზორ სულიაურია.

შპს ვასაძის პური

92% მერაბ ვასაძეს ეკუთვნის, 8% ბიძინა ვასაძეს, გენერალური დირექტორი არის მერაბ ვასაძე. აღნიშნული კომპანიის ბრენდს წარმოადგენს საკონდიტრო „სანდომი“

შპს ბარამბო

66.25%-ის მფლოველი მარი ჩოჩელია, 22.5%-ის უჩა კაპანაძე, 11.25%-ის ინგა ხუციშვილი. დირექტორი - იაგო ჩოჩელი.

შპს სეზამი

100% ირაკლი გოლეთიანს ეკუთვნის, დირექტორიც იგივე პიროვნებაა.

შპს ნარცისი +

100%-ს ბახვა გვარამია ფლობს და დირექტორიც თავად არის.

შპს ტკბილი ქვეყანა

100%-ის მფლობელი ამირან ქორთიაშვილია, დირექტორი კი ლია ზარიძე

შპს თავენა

100% ნანა სიჭინავას ეკუთვნის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. დირექტორი კი ალექსანდრე სიჭინავაა.