VELI.store ყოველთვის ცდილობს წამყვანი ბრენდების პროდუქცია თუ ყოველდღიური საჭიროების ნივთები, კიდევ უფრო, ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული მომხმარებლისთვის. ამიტომ, Black Friday-ის ფარგლებში ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია ფასდაკლებით აღმოაჩინო ნივთები სხვადასხვა კატეგორიაში. მათ შორის, შეიძინო ტექნიკა თუ სახლისა და ეზოს ნივთები 50%-მდე ფასდაკლებით, ხოლო საახალწლო პროდუქტები და ასევე, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები 70%-მდე ფასდაკლებით.
ამასთანავე, ველი სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით განაგრძობს შეთავაზებებს და ამჯერად თიბისისთან ერთად კიდევ ერთ აქციას გთავაზობს. 29 ნოემბერს თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ქეშბექის სახით – მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, ხოლო მაქსიმუმ 200 ლარი თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდის შემთხვევაში. ქეშბექი დაბრუნდება მომენტალურად, ტრანზაქციის დადასტურებისთანავე. აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე. ამასთანავე, გადახდისას აუცილებელია თიბისის გადახდის არხის გამოყენება.
შეარჩიე სასურველი პროდუქცია ველიზე, გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%.
სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები
ველის ციფრულ თაროებზე განთავსებული მრავალფეროვანი პარფიუმერია და კანის მოვლის საშუალებები საშუალებას გაძლევს შეარჩიო შენთვის საუკეთესო პროდუქტები. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ასევე ინოვაციური ფორმულები სხვადასხვა ტიპის კანისთვის და სურნელის მოყვარულთათვის.
აქ წარმოდგენილია სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების უდიდესი არჩევანი საქართველოში, რომელიც 400-მდე ბრენდსა და 15 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს. ველიზე შეგიძლია შეიძინო პროდუქტები, რომლებიც ხშირად მხოლოდ ველის ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
აქ შეგხვდება დერმატოლოგების რჩეული პრემიუმ პროდუქტები და ნიშ პარფიუმერია დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის. ნიშ სუნამოების კოლექცია, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იქმნება გამოცდილი პარფიუმერების მიერ, ინდივიდუალიზმის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.
ამასთანავე, სილამაზის ინდუსტრია სწრაფად იცვლება და მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ეთიკურ და გარემოსადმი მეგობრულ პროდუქტებს. VELI.store მომხმარებლებს სთავაზობს ისეთი ბრენდების ფართო არჩევანს, რომლებიც გარემოზე და ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
ეს მიდგომა საშუალებას გაძლევს, შენს სილამაზეზე სრულყოფილად იზრუნო და ამავდროულად დაიცვა შენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები. თუ შენი პრიორიტეტიც ცხოველებზე ზრუნვა და ზიანის შემცირებაა, ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო სილამაზის პროდუქტები, რომლებიც ცხოველებზე არ იტესტება.
ნივთები სახლისთვის
საოჯახო ნივთები სახლში კომფორტის შექმნის მთავარი ელემენტებია. VELI.store-ზე შეგიძლია შეარჩიო როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები, რომელთა თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტები და პრაქტიკული ფუნქციები საშუალებას გაძლევს მოაწყო სივრცე შენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
VELI.store-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სახლის კატეგორიის განვითარებაში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადო და კიდევ უფრო გააფართოვა პროდუქციის არჩევანი. ამჟამად, ველის სახლი & ეზოს კატეგორია 300-მდე ბრენდს აერთიანებს, რომელთა შორის მომხმარებლის რჩეული და ყველაზე გაყიდვადი ბრენდებია: Yamazaki, WOOOD, Karaca, Koopman, Atmosphera, Stelton, OXO, Tescoma, Mica Decorations, Ardesto, Marcato, Lodge და სხვა.
სახლისთვის შესანიშნავია – Atmosphera ფრანგული ბრენდის პროდუქცია, რომელიც ტრენდულ და ამავდროულად ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის სახლისთვის. ბრენდი ერთგულია ფასეულობების მიმართ და მისი პროდუქცია, თავისუფლებისა და ელეგანტურობის შერწყმას განასახიერებს.
ბრენდის პროდუქციას შორის გამოირჩევა ავეჯი, ასევე განათება. გარდა ამისა ველიზე შეხვდები სათავსოებსა და ორგანაიზერებსა თუ სხვადასხვა ნივთებს ბავშვის ოთახისთვის.
ასევე, შეგიძლია შეიძინო Koopman – ამსტერდამში,1937 წელს დაარსებული ბრენდი, რომელიც როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებსა და ცხოველების აქსესუარებს ქმნის. ველის ცუფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო Koopman-ის დეკორატიული ბალიშების მრავალფეროვანი არჩევანი.
საუკეთესო თანამედროვე ტექნიკა
ველი გთავაზობს თანამედროვე ტექნიკას, რომელიც მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. აქ წარმოდგენილია როგორც გასართობი, ასევე საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.
ველის მომხმარებელს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინგლისური ბრენდი Dyson, რომელიც 30 წელია პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ქმნის. ის მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მახასიათებლებით ხიბლავს.
ბრენდის ტექნიკას რამდენიმე უპირატესობა აქვს – არის გამოსაყენებლად კომფორტული და მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, მძლავრი და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. Dyson-ის პროდუქციის საერთო უნიკალურობა კი, მის ძრავაში მდგომარეობას, რომელიც ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით გამოირჩევა.
ბრენდისგან შეგიძლია შეიძინო თმის სახვევები და გასასწორებლები თუ ინოვაციური ფენები და სტაილერები. ასევე, Dyson გთავაზობს საუკეთესო ხარისხის ჰაერის გამწმენდებსა და დამატენიანებლებს.
გარდა ამისა, VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო PlayStation, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო კონსოლი, რომელიც თამაშების მდიდარი ბიბლიოთეკით გამოირჩევა. მისი უახლესი მოდელი PS5 მომხმარებელს მაღალი ხარისხის გრაფიკასა და გარჩევადობას სთავაზობს.
ხოლო, იმისთვის რომ სათამაშო კონსოლით მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეძლო, შეგიძლია შეარჩიო ტელევიზორები ონლაინ. VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის თანამედროვე ტელევიზორების უდიდესი არჩევანია. აუცილებელი არ არის ფიზიკურ მაღაზიაში ტელევიზორის შემოწმება, ეს არ მოგცემს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ იმუშავებს ტელევიზორი შენს სახლში შენი პირობებით. ამიტომ, თამამად შეგიძლია შეარჩიო ტელევიზორი სახლიდან გაუსვლელად.
ასევე, აქ შეხვდები საუკეთესო ბრენდებს მუსიკის მოსასმენად. მათ შორის არის Devialet, რომელიც აკუსტიკური საინჟინრო კომპანიაა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით ფუფუნების ნივთებს ქმნის. ხოლო, მისი წარმატების საიდუმლოს ინოვაციების მთელი წყება წარმოადგენს, რომლებსაც ის ყველა პროდუქტში ნერგავს, ეს იქნება: Expert Pro გამაძლიერებლები, Phantom დინამიკები, ასევე Devialet Gemini-ის უკაბელო ყურსასმენები, ხმოვანი პანელი Devialet Dione თუ Devialet Mania პორტატიული დინამიკები.
ამასთანავე ველი გთავაზობს სამზარეულოს საუკეთესო ტექნიკას, რომელთა შორის შეგიძლია შეარჩიო ნივთები ჩაისა და ყავის მოსამზადებლად, ასევე სამზარეულოს კომბაინები და ნივთები პასტას მოსამზადებლად, გარდა ამისა, ველი ასევე საშუალებას გაძლევს შეიძინო საუკეთეო წვენსაწურები ან დეჰიდრატორები.
ისარგებლე VELI.store-ისა და თიბისის ქეშბექ აქციით და დაიბრუნე 30% ქეშბექი თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.