1–ელი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდეა,  მარტვილის კანიონში 10-დან 19 საათამდე, ხოლო ოკაცეს ჩანჩქერთან 10-დან 18 საათამდე.